თემა | ამოცანების ამოხსნა ვენის დიაგრამების გამოყენებით |
---|---|
მიზნები | გამოიყენონ სიმრავლეებზე მოქმედებების შესრულებისას ვენის დიაგრამები სხვადასხვა ასპექტში. განუვითარდეთ სიმრავლეების გეომეტრიული ინტერპრეტაციისა და მათ ურთიერთდამოკიდებულებაზე მსჯელობის უნარი. |
შედეგები, ესგ-სთნ შესაბამისობა |
მათ.X.4. ამოცანების ამოხსნისას იყენებს რიცხვით
სიმრავლეებს შორის დამოკიდებულების გამოსახვის ზოგიერთ ხერხს (მაგალითად,
ვენის დიაგრამებს);
მათ.X.8. ადეკვატურად იყენებს სიმრავლურ ცნებებს და მოქმედებებს
სიმრავლეებზე, მათ შორის რეალური ვითარების მოდელირებისას ან აღწერისას. |
აქტივობები | 1. წიგნზე მუშობა - მოსწავლეებს ეძლევათ 5 წ, რათა წაიკითხონ პირველი და მეორე ამოცანა (გვ23) მიაქციონ ყურადღება ამოხსნის გზას და შემდეგ დასვან შეკითხვები, რომელიც წიგნში არ არის დასმული, თუმცა დიაგრამიდან გამომდინარე შეიძლება მათზე პასუხის გაცემა. დასმულ შეკითხვებს პასუხობენ სხვა მოსწავლეები. პრობლემის შემთხვევაში განმარტავს თვითონ კითხვის დამსმელი მოსწავლეები.განიხილება ორივე ამოცანა. 2. დავალება წყვილებში - #5 (5 წთ) ერთ-ერთი წყვილი აკეთებს ნამუშევრის პრეზენტაციას. ამ ამოცანის ამოხსნა მოითხოვს, როგორც გეომეტრიულ ინტერპრეტაციას ასევე დამოკიდებულების განტოლების სახით ჩაწერას, რაც შეიძლება გაუჭირდეთ, ამიტომ კარგი იქნება თუ ამ დამოკიდებულებას გავაანალიზებთ პირველი აქტივობის დროს ამოხნილი ამოცანების მაგალითზე. 3. კლასთან ერთად #8, 9, 10 ტესტები. განიხილება როგორც ალგებრული ასევე გრაფიკული ინტერპრეტაცია. 4. ინდივიდუალური სამუშაო - #13 (3 წ) ერთ-ერთ მოსწავლეს ეძლევა საშუალება დაფაზე დახაზოს ვენის დიაგრამებით ასახული პირობა. 5. გაკვეთილის შეჯამება 6. შეფასება; დავალების მიცემა |
შეფასება | მოსწავლეები შეფასდებიან მიმდინარე განმავითარებელი კომენტარებით და განმსაზღვრელი ქულებით. მოსწავლეები შეფასდებიან მათი მსჯელობის/დასაბუთების უნარისა და წყვილებში და ინდივიდუალურად შესრულებული დავალების მიხედვით. |
რესურსები | დაფა, ცარცი, წიგნები, რვეულები, კალმები. |
Sunday, September 25, 2011
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment