Thursday, September 22, 2011

თემა  მოქმედებები სიმრავლეებზე. ვენის დიაგრამები    
მიზნებიშეასრულონ გაერთიანების, თანაკვეთის და სხვაობის მოქმედებები სიმრავლეებზე; მოახდინონ სიმრავლეების გრაფიკული გამოსახვა მოქმედებების სესაბამისად.
იმსჯელონ სიმრავლეთა შორის სხვადასხვა დამოკიდებულებაზე; დაახასიათონ და გამოსახონ დიაგრამით უნივერსალური სიმრავლე; გამოუმუშავდეთ მიღებული ცოდნის ამოცანებში გამოყენების უნარი.
შედეგები, ესგ-სთნ შესაბამისობამათ.X.2. აკავშირებს ნამდვილ რიცხვთა ქვესიმრავლეებს ერთმანეთთან სიმრავლეთა თეორიის ენის გამოყენებით (ქვესიმრავლე, სიმრავლეთა თნაკვეთა, გაერთიანება, სხვაობა, დამატება; ამ მიმართებების გამოსახვა სხვადასხვა ხერხით);
მათ.X.4. ამოცანების ამოხსნისას იყენებს რიცხვით სიმრავლეებს შორის დამოკიდებულების გამოსახვის ზოგიერთ ხერხს (მაგალითად, ვენის დიაგრამებს); 
მათ.X.8. ადეკვატურად იყენებს სიმრავლურ ცნებებს და მოქმედებებს სიმრავლეებზე, მათ შორის რეალური ვითარების მოდელირებისას ან აღწერისას.
აქტივობები1. ყოფითი მაგალითის განხილვა. მოსწავლეებთან ერთად განვიხილავთ ზოგადად  წიგნების სიმრავლეს და ვყოფთ სხვადასხვა ქვესიმრავლეებად (ქართული წიგნები, ინგლისური წიგნები, ქართული სასწავლო წიგნები და ა.შ.) მოსწავლეები განიხილავენ სიმრავლეს სხვადასხვა თვისებების მიხედვით და ასაბუთებან აქვთ თუ არა ამ სიმრავლეებს თნაკვეთა ან არის თუ არა ერთი მეორის ქვესიმრავლე.
2. ინფორმაციის ვიზუალიზაცია
კლასთნ ერთად  ვენის დიაგრამებით გამოვსახავთ სიმრავლეებს და განვიხილავთ მათზე მოქმედებებს. მივუთითებთ, რომ უმჯობესია უნივერსალური სიმრავლე გამოისახოს მართკუთზედით (განსხვავებულად) და შემოგვაქვს ახალი ცნება სიმრავლის დამატება.
3. ჯგუფური სამუშო (10 წთ) კლასი იყოფა 6 კაციან ჯგუფებად.  ფორმატის ქაღალდებზე ასრულებენ დავალებას 2-2 წუთი დავალების პრეზენტაციისათვის.
4. გაკვეთილის შეჯამება
5. შეფასება; დავალების მიცემა
შეფასებამოსწავლეები შეფასდებიან მიმდინარე განმავითარებელი კომენტარებით და განმსაზღვრელი ქულებით.
მოხდება მოსწავლეების ურთიერთშეფასება კომენტარებით.
მოსწავლეები შეფასდებიან მათი მსჯელობის/დასაბუთების უნარისა და ჯგუფურად შესრულებული დავალების მიხედვით.
რესურსებიდაფა, ცარცი, წიგნები, რვეულები, კალმები, მარკერები, ფორმატის ქაღალდები.
კომენტარი

1 comment:

  1. Sands Casino Review - Claim $400 Bonus Today!
    Read our Sands Casino review with our exclusive $400 free bonus for players! 인카지노 This page shows you 메리트 카지노 쿠폰 how to claim your $400 septcasino free casino bonus.

    ReplyDelete