თემა | სიმრავლე. ქვესიმრავლე |
---|---|
მიზნები | ისწავლონ სიმრავლის თვისებების გამოყენება პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას და რეალური ვითარების განხილვისას; განუვითარდებათ მსჯელობის უნარი, სიმრავლეების ალტერნატიული გამოსახვის უნარი. |
შედეგები, ესგ-სთნ შესაბამისობა | მათ.X.2. აკავშირებს ნამდვილ რიცხვთა ქვესიმრავლეებს ერთმანეთთან სიმრავლეთა თეორიის ენის გამოყენებით (ქვესიმრავლე, სიმრავლეთა თნაკვეთა, გაერთიანება, სხვაობა, დამატება; ამ მიმართებების გამოსახვა სხვადასხვა ხერხით); მათ.X.8. ადეკვატურად იყენებს სიმრავლურ ცნებებს და მოქმედებებს სიმრავლეებზე, მათ შორის რეალური ვითარების მოდელირებისას ან აღწერისას. |
აქტივობები | 1. საშინაო დავალების განხილვა 2-3 მოსწავლეს ეძლევა საშუალება გააკეთოს საშიანო დავალების პრეზენტაცია. პარალელურად მთელი კლასი ამოწმებს დავალებას და ინტერაქტიულად განიხილავენ მათთვის პრობლემურ საკითხებს დავალებიდან. 2. ამოცანა დასაბუთებაზე #38 კლასთნ ერთად განვიხილავთ ამოცანას. მოსწავლეები განავითარებენ მსჯელობის ხაზს. ირჩევენ გრაფიკული გამოსახვის ხერხს. ასაბუთებენ ამოცანის ჯერ ა) შემდეგ ბ) ვარიანტს 3. ინდივიდუალური დავალება #30 და #42. დავალება ორ ვარიანტადაა. დავალების შესასრულებლად ეძლევათ 10 წთ. მოსწავლეები ამოწმებენ ერთმანეთის დავალებებს და წერენ კომენტარებს. შედეგები განიხილება მთელ კლასთან. 4. გაკვეთილის შეჯამება 5. შეფასება დავალების მიცემა |
შეფასება | მოსწავლეები შეფასდებიან მიმდინარე განმავითარებელი კომენტარებით და განმსაზღვრელი ქულებით. მოხდება მოსწავლეების ურთიერთშეფასება კომენტარებით. მოსწავლეები შეფასდებიან მათი მსჯელობის/დასაბუთების უნარისა და ინდივიდუალურად შესრულებული დავალების მიხედვით. |
რესურსები | დაფა, ცარცი, წიგნები, რვეულები, კალმები |
კომენტარი |
Monday, September 19, 2011
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment