თემა | სიმრავლე. ქვესიმრავლე. სიმრავლის მოცემის ხერხები |
---|---|
მიზნები | ისწავლონ სიმრავლისა და ქვესიმრავლის დახასიათება თვისებების მიხედვით; შეასრულონ მოქმედებები სიმრავლეებზე; ისწავლოს სიმრავლეების ჩაწერის თვისებრივი ხერხი და გამოიყენონ ამოცანების ამოხსნისას. გამოსახონ გრაფიკულად სიმრავლეები და მათზე მოქმედებები; იმსჯელონ პრაქტიკული ამოცანებს ამოხსნის გზებზე და დაასაბუთონ შედეგები. |
მიზნები |
მათ. X.2.
აკავშირებს ნამდვილ რიცხვთა ქვესიმრავლეებს
ერთმანეთთან სიმრავლეთა თეორიის ენის გამოყენებით (ქვესიმრავლე, სიმრავლეთა
თანაკვეთა, გაერთიანება, სხვაობა, დამატება; ამ მიმართებების გამოსახვა სხვადასხვა
ხერხით);
მათ.X.4.
ამოცანების ამოხსნისას იყენებს რიცხვით
სიმრავლეებს შორის დამოკიდებულების გამოსახვის ზოგიერთ ხერხს (მაგალითად, ვენის
დიაგრამებს);
|
აქტივობები | 1. მასალის გამეორება ინტერაქტიული კითხვებით ვიხსენებთ სიმრავლისა და ქვესიმრავლის თვისებებს. ვასახელებთ სასრულ და უსასრულო სიმრავლეებს. ვადარებთ თვისებებს. 2. ცარიელი სიმრავლე მოსწავლეები მსჯელობან ცარიელ სიმრავლეზე და განიხილავენ მას, როგორც ყველა სიმრავლის ქვესიმრავლეს. 3. აქტიური მოსმენა ვმსჯელობთ სიმრავლის ჩაწერის ორ ხერხზე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სიმრავლის თვისებრივი ჩაწერის ფორმას 4. ამოცანების ამოხსნა მთელ კლასთან ერთდ ამოხსნის გზების მსჯელობა-დასაბუთებით 5. გაკვეთილის შეჯამება |
შეფასება | მიმდინარე განმსაზღვრელი ქულებით და განმავითარებელი კომენტარებით. შეფასდება, მოსწავლეთა მსჯელობის და დასაბუთების უნარი სიმრავლეთა ჩაწერის სხვადასხვა ხერხებზე მთელ კლასთნ ერთად განხილული დავალებებით. |
რესურსები | დაფა, ცარცი, წიგნი, რვეული, კალამი |
კომენტარი | შეიძლება კლასთან ერთად დავალების ნაცვლად ჯგუფური დავალების მიცემა. |
Sunday, September 18, 2011
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment